რა სჭირდება ჩვენს ნახევარდაცვას?

რა სჭირდება ჩვენს ნახევარდაცვას?


”ბარსელონას” ნახევარდაცვა დღევანდელ დღეს მსოფლიოში საუკეთესოა. ჩვენ გვყავს დინამიური წყვილი ჩავი და ინიესტა (ხშირად ჩავიესტას უწოდებენ მათ), რომლებმაც ყველაზე კარგად იციან ბურთის კონტროლი. ჩვენ გვყავს ბუსკეტსი, რომელმაც მისი ასაკის მიუხედავად ბრწყინვალედ იცის ეპიზოდების წაკითხვა. ჩვენ გვყავს არგენტინის ნაკრების კაპიტანი, ჩავიერ მასკერანო, ნახევარდაცვის მარშალი. მათ გარდა გვყავს კეიტა და აფელაი, რომლებიც სხვა ევროპულ წამყვან გუნდებში ძირითადის ფეხბურთელები იქნებიან.

ტიაგო ალკანატარს პირველ გუნდში გადმოყვანა კიდევ უფრო გააძლიერებს ამ ნახევარდაცვას. ბევრი თვლის, რომ ”ბარსელონამ” აუცილებლად უნდა შეიძინოს ”არსენალის” კაპიტანი, სესკ ფაბრეგას. რას ფიქრობთ, ”ბარსელონას” ნახევარდაცვას გაძლიერება ესაჭიროება?

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.