ილქაი გიუნდოგანი თანაგუნდელებს დაემშვიდობა
გერმანელი ნახევარმცველი ილქაი გიუნდოგანი "ბარსელონაში" გატარებული ერთი სეზონის შემდეგ "მანჩესტერ სიტიში" ბრუნდება.
იტალიელი ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, გიუნდოგანი დღეს დილით "ბარსას" საწვრთნელ ბაზაზე თანაგუნდელებს დაემშვიდობა.
წყაროს ცნობით, 33 წლის ფეხბურთელი "მანჩესტერ სიტის" უფასოდ, თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება. ილქაის სურვილი იყო, "ბარსელონას" დახმარებოდა და მან "ბლაუგრანასთან" კონტრაქტით დარჩენილი 2 წლის ანაზღაურებაზე უარი თქვა.
Jijantes-ის ცნობებით, გიუნდოგანი მანჩესტერში დღეს გაფრინდება.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 12 ]