ტერ შტეგენი გერმანიის ნაკრების პირველი მეკარე იქნება
დღეს ცნობილი გახდა, რომ ლეგენდარულმა გერმანელმა მეკარემ, მანუელ ნოიერმა სანაკრებო კარიერა დაასრულა. ეს კარგი ამბავია "ბარსელონას" კარის დარაჯისთვის, მარკ-ანდრე ტერ შტეგენისთვის.
32 წლის მეკარე მთელი საფეხბურთო კარიერის განმავლობაში ნაკრების მეორე ნომრად მიიჩნეოდა და მოსალოდნელი იყო, რომ ნოიერის წასვლის შემდეგ პირველი ნომერი სწორედ ის გახდებოდა. Sky Sports Germany-ს ცნობით ასეც იქნება და მარკ-ანდრეს "დი მანშაფტის" მთავარი მეკარეობა გადაწყვეტილია.
ტერ შტეგენს გერმანიის ნაკრებში დებიუტი 2012 წელს ჰქონდა. მან ეროვნული გუნდის მაისურით 40 თამაში ჩაატარა, მაგრამ დიდ სანაკრებო ტურნირზე არასდროს უთამაშია.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
1 2
კომენტარები [ 23 ]