გუტი იამალს მსოფლიოს 3 საუკეთესო ფეხბურთელს შორის ასახელებს
წარსულში ცნობილი ფეხბურთელი გუტი "ბარსელონას" ვარსკვლავს ლამინ იამალს მსოფლიოს სამ საუკეთესო ფეხბურთელს შორის მოიაზრებს.
გუტიმ AS-თან ინტერვიუში კითხვაზე, არის თუ არა იამალი მსოფლიოს ამჟამინდელ სამ საუკთესო მოთამაშეს შორის, განაცხადა:
იმის გათვალისწინებით, რასაც ის მოედანზე აკეთებს, დიახ, უდავოდ.
"რეალ მადრიდის" ლეგენდამ კიდევ ერთ კითხვაზე, "ბარსას" რომელ ფეხბურთელს გაიფორმებდა მადრიდულ კლუბში, დაუფიქრებლად ასევე იამალი დაასახელა.
იამალი გასულ სეზონში "ბარსელონასა" და ესპანეთის ნაკრების რიგებში ბრწყინავდა. 17 წლის ტალანტი ამ სეზონშიც შესანიშნავად გამოიყურება, რაზეც სტატისტიკაც მოწმობს - 5 თამაშში 3 გოლი და 4 ასისტი.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]