ვოიცეხ შესნის ტრანსფერი გადაწყდა - პოლონელი ბარსელონაში ითამაშებს

ვოიცეხ შესნის ტრანსფერი გადაწყდა - პოლონელი ბარსელონაში ითამაშებს

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ტრანსფერი უკვე გადაწყდა - შესნი კარიერას განაახლებს და ბარსელონასთან 1-წლიან კონტრაქტს გააფორმებს, რათა ტერ შტეგენი შეცვალოს.

34 წლის ფეხბურთელის სამედიცინო შემოწმება მომდევნო დღეებში, ესპანეთში ჩატარდება.

შესნი ბარსას ისტორიაში მე-2 პოლონელი მოთამაშე იქნება. ამ ქვეყნის პირველი წარმომადგენელი, რომელმაც "ბლაუგრანაში" ითამაშა, რობერტ ლევანდოვსკია.

Relevo-ს ცნობით, ვოიცეხ შესნიმ ბარსელონასგან შეთავაზება გუშინ მიიღო და მზადაა, ბარსას სეზონის ბოლომდე დაეხმაროს.

კატალონიურ გრანდს პოლონელის ჩემპიონთა ლიგაზე დარეგისტრირება დაუყოვლებლივ შეეძლება. წესების მიხედვით, თუ კლუბს ტრავმის გამო მინიმუმ 2 მეკარე არ ჰყავს, მისი შემცვლელის დარეგისტრირების უფლება აქვს. "ბლაუგრანას" პირველ გუნდში ამჟამად 2 კიპერია დარეგისტრირებული: ტერ შტეგენი და ინიაკი პენია - ვინაიდან გერმანელი ტრავმირებულია, ბარსას მისი შეცვლა შეუძლია.

ბარსელონა კეილორ ნავასის ვარიანტსაც განიხილავდა, რომელიც მზადაა, "ლურჯ-ბროწეულისფერებს" შეუერთდეს, მაგრამ ჰანსი ფლიკმა არჩევანი შესნიზე შეაჩერა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 25 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #25 26 სექტემბერი 2024 20:47
    0
    ციტატა: jack slater
    შესნის მოყვანას ბარემ ოლივერ კანი დაებრუნებინათ,ვაი ამათ პატრონს....

    აუცილებლად თავისუფალი აგენტი უნდა ყოფილიყო რო შუა სეზონში დაემატებინათ და აბა შესნის ვინ გირჩევნია
    საიტის ლეგენდა  [?]
    #24 26 სექტემბერი 2024 17:45
    0
    მე მგონი ფლიკმა ლევანდოვსკის აზრი გაიზიარა ამის მოყვანაზე რო დაბრო მისცა.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #23 26 სექტემბერი 2024 09:11
    1
    შესნის მოყვანას ბარემ ოლივერ კანი დაებრუნებინათ,ვაი ამათ პატრონს....
    ახალბედა [?]
    #22 26 სექტემბერი 2024 02:25
    0
    მოდის კიდე ერთი პენსია🤦🤦 🥴 უტვინო ამდენი ახალგაზრდა კარგი მეკარე გყავს მარა ტვინი გაქ ჩოგანი
    საიტის ლეგენდა  [?]
    #21 26 სექტემბერი 2024 01:01
    0
    იმედია მალევე ჩადგება კარში
    წევრი [?]
    #20 26 სექტემბერი 2024 00:01
    1
    [quote=C.PC5][quote=ზურაბ]რა არის ცხოვრება. ტიპს კარიერა დამთავრებული ჰქონდა და უცებ დასრულების მერე სუპერ კლუბში ამოყო თავი smiley[/quote]
    ამას ახლა ფლიკმა ლიგა მოაგებინოს რამდენ ხანს იტრიალებს ეს ისტორია სოც.ქსელებში წარმოიდგინე და არც იქნება უსაფძვლო. ნავასსა და შენსის შორის თითქმის სულ ერთი იყო, ლალიგაში თუ არეგისტირრებენ ახლავე ეგაა საინტერესო, მთავარი ტურნირი ეგაა ჩვენთვის და არ გვჭირდება ქულების ტყუილად კარგვა ახლა.
    ლა ლიგაში ჩვეულებრივად დავარეგისტრირებთო ტებასმა, მთავარია ვინმე გაიფორმოს ბარსამო, ასე რომ ლა ლიგაშიც ითამაშებს უპრობლემოდ პოლონელი.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #19 25 სექტემბერი 2024 21:57
    4
    დილიდანვე დაიწყე ვარჯიში სადაც ხარ.
    Culé [?]
    #18 25 სექტემბერი 2024 21:43
    2
    ციტატა: L.M.10
    ლალიგაშიც შეძლებს თამაშ პირდაპირ თუ დარეგისტრირების პრობლემა ხომ არაა რამე ?

    როგორც ვიცი ფრი აგენტს როცა ყიდულობს არანაირი პრობლემა არ აქვს, ნუ ტებასმა თუ არ მოიგონა რამე ახალი
    წევრი [?]
    #17 25 სექტემბერი 2024 21:38
    1
    ლალიგაშიც შეძლებს თამაშ პირდაპირ თუ დარეგისტრირების პრობლემა ხომ არაა რამე ?
    საიტის ლეგენდა  [?]
    #16 25 სექტემბერი 2024 21:35
    3
    ციტატა: ზურაბ
    რა არის ცხოვრება. ტიპს კარიერა დამთავრებული ჰქონდა და უცებ დასრულების მერე სუპერ კლუბში ამოყო თავი smiley

    ამას ახლა ფლიკმა ლიგა მოაგებინოს რამდენ ხანს იტრიალებს ეს ისტორია სოც.ქსელებში წარმოიდგინე და არც იქნება უსაფძვლო. ნავასსა და შენსის შორის თითქმის სულ ერთი იყო, ლალიგაში თუ არეგისტირრებენ ახლავე ეგაა საინტერესო, მთავარი ტურნირი ეგაა ჩვენთვის და არ გვჭირდება ქულების ტყუილად კარგვა ახლა.
    --------------------
    "ჩვენ ორი ვართ ქვეყანაზე, მე და ბარსა, მე და ბარსა!!!"
    წევრი [?]
    #15 25 სექტემბერი 2024 21:34
    2
    ბრავო შესნი კაცური საქციელია❤️
    წევრი [?]
    #14 25 სექტემბერი 2024 21:16
    6
    მივესალმები.მომწონს ეს მეკარე.თან პენლების მასტერია
    Culé [?]
    #13 25 სექტემბერი 2024 20:52
    1
    ვნახოთ. უიმედოდ არ ვარ ნამდვილად განწყობილი.
    Culé [?]
    #12 25 სექტემბერი 2024 20:50
    9
    ერთი ესეთი ისტორია ბარსელონას ჰქონდა უკვე ლარსონის სახით და როგორც დამთავრდა ყველას გვახსოვს. იქნება შესნის ვარიანტიც მასეთი იღბლიანი აღმოჩნდეს და სეზონის ბოლოს თასები ავწიოთ. ყველა შემთხვევაში არსებული კანდიდატურებიდან სწორი არჩევანი გააკეთა ფლიკმა.
    წევრი [?]
    #11 25 სექტემბერი 2024 20:27
    12
    ყველაფერი მწვრთნელის სრულყოფილებაზე მიუთითებს. ფლიკი დარწმუნებულივარ არავის მოიყვანს ისეთს ვისაც ნამდვილად არუყურებს მის გუნდში. დარწმუნებულივარ ხავი ბრავოზე გაიწევდა აქ თამაშის გამოცდილება აქო.....
    საიტის ლეგენდა  [?]
    #10 25 სექტემბერი 2024 20:21
    3
    1+1 კონტრაქტი უნდა ჩაიდოს კაცმა არ იცის შტეგენი რა დაბრუნდება
    --------------------
    მე გუნდური მოთამაშე ვარ და ყოველთვის ვცდილობ თანაგუნდელების დახმარებას. ინდივიდუალური სტატისტიკა არ მაღელვებს , მთავარი გუნდის წარმატება და ყოველ შეხვედრაში 3 ქულის მოპოვებაა - ანტუან გრიზმანი❤️
    გულშემატკივარი [?]
    #9 25 სექტემბერი 2024 20:11
    5
    Აბა bober მთლად კურვა არ გამოდგე😘😘😘😘😘
    Culé [?]
    #8 25 სექტემბერი 2024 20:06
    1
    ეჭვი არც მეპარებოდა რადგან ევროპაში უნდოდა დარჩენა ტიპს
    --------------------
    ბარსელონა ეს ჩემი ცხოვრებაა


    me miyvars barsa,da meyvareba sicocxlis bolomde.......


    kule samudamod


    alenya the talent, puig isn't the talent.


    ალენია არის ინიესტა ნ2, ხოლო პუჩი-ჩინური ინიესტა
    Culé [?]
    #7 25 სექტემბერი 2024 20:04
    2
    ციტატა: ზურაბ
    რა არის ცხოვრება. ტიპს კარიერა დამთავრებული ჰქონდა და უცებ დასრულების მერე სუპერ კლუბში ამოყო თავი smiley

    იუვე 3ხვეწებოდა დარჩენას და არ დარჩა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 25 სექტემბერი 2024 20:00
    3
    ეს ეხლა კარიერის სეზონს დადებს აგერ ნახავთ
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid