არგენტინის ეროვნული ნაკრები ბოლივიას შეხვდება
დღეს ღამე, არგენტინის ეროვნული ნაკრები 2011 წლის "კოპა ამერიკაზე" პირველ შეხვედრას გამართავს...
პირველი ივლისის ღამის, ანუ ორი ივლისის დილის 4 საათსა და 45 წუთზე არგენტინის ეროვნული ნაკრები 2011 წლის "კოპა ამერიკის" პირველ შეხვედრას გამართავს. მოგეხსენებათ არგენტინის სახელით ჩემპიონატზე "ბარსელონას" ფეხბურთელებიც გამოდიან. სერხიო ბატისტას გუნდში ბლაუგრანელი ლეო მესი, გაბრიელ მილიტო და ხავიერ მაშერანო მოხვდნენ. სამი ბლაუგრანელი ბოლივიის ეროვნულ ნაკრებს ბუენოს აირესში, "ესტადიო სიუდად დე ლა პლატაზე" დაუპირისპირდება.
3 ივლისს, თავის შეხვედრას გამართავს ბრაზილიის ეროვნული ნაკრებიც, რომელიც ვენესუელას ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს შეხვდება. ეს შეხვედრა თბილისის დროით, 23 საათზე გაიმართება. ბრაზილიის ღირსების დაცვას "ბარსას" მხრიდან, დანი ალვესი და ადრიანო კორეია შეეცდებიან.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]