კვირის ბოლო ვარჯიში და განსაკუთრებული სტუმარი
ცოტა ხნის წინ "ბარსელონამ" მიმდინარე კვირის ბოლო ვარჯიში გამართა. სანაკრებო პაუზა დაიწყო, რაც იმას ნიშნავს, ნაკრებების განაცხადს მიღმა დარჩენილი ფეხბურთელები ამ კვირაში კარგად დაისვენებენ.
ვარჯიშზე ეროვნულ გუნდებში გამოძახებული პირველი გუნდის 8 ფეხბურთელი არ იმყოფებოდა. ესე არიან: ლამინ იამალი, პედრი, პაუ კუბარსი, მარკ კასადო, პაბლო ტორე, რობერტ ლევანდოვსი, რაფინია და ჟიულ კუნდე.
დღევანდელი სესია გამორჩეული იყო განსაკუთრებული სტუმრით. გუნდს ვარჯიშზე ლეგენდარული ანდრეს ინიესტა ეწვია, რომელმაც გუშინ კარიერა ოფიციალურად დაასრულა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 11 ]