ბარსელონა ალფონსო დევისისთვის ბრძოლაში ჩაერთო
Mundo Deportivo-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ბარსელონას" რადარზე მიუნხენის "ბაიერნის" მარცხენა მცველი ალფონსო დევისი მოხვდა.
კატალონიური წყაროს ცნობებით, "ბარსა" დევისის მომდევნო ზაფხულში უფასოდ დამატებითაა დაინტერესებული. კანადელ ფლანგელს, მისი თანამემამულე ჯონათან დევიდის მსგავსად, მოქმედი კონტრაქტის ვადა 2025 წლის ივნისის ბოლოს ეწურება. 23 წლის ფეხბურთელს რამდენიმე თვეა "რეალ მადრიდს" აქტიურად უკავშირებენ, მაგრამ კონკრეტული ჯერ არაფერია. "ბლაუგრანა" დევისისთვის ბრძოლაში ჩაერთო.
ალფონსო დევისის აქტივში მიმდინარე სეზონში 8 მატჩში ერთი ასისტია.
იმავე წყაროს ინფორმაციით, "ბარსელონას" მარცხენა მცველის პოზიციაზე კიდევ ერთი ვარიანტი აქვს და ეს "ატლეტიკოს" 30 წლის ფეხბურთელი რეინილდო მანდავაა, რომელიც ზაფხულში ასევე თავისუფალი აგენტი ხდება.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 13 ]