365 დღე როსელის პრეზიდენტობიდან

365 დღე როსელის პრეზიდენტობიდან

 

ამ პარასკევს, კატალონიის "ბარსელონას" პრეზიდენტს, სანდრო როსელის გუნდის პრეზიდენტად ყოფნის 1 წელი შეუსრულდა. იგი კლუბის 39–ე პრეზიდენტი გახლავთ...

 

უკვე 365 დღეა, რაც სანდრო როსელი "ბარსელონას" ჩაუდგა სათავეში. იგი პრეზიდენტად ოფიციალურად პირველ პირველ ივლისს იქნა წარდგენილი, 18 დღის შემდეგ, რაც არჩევნები ჩატარდა. მისი პრეზენტაცია "ლა მასიას" შენობის ტერიტორიაზე გაიმართა. აღსანიშნავია ერთი დამთხვევაც. მისი ბოლო მიმართვა სწორედ ძველი "ლა მასიას" ტერიტორიაზე გაიმართა.

 

თავის პირველ მიმართვაში, პრეზიდნტი აცხადებდა: "ჩვენ ყველაფერს გავაუმჯობესებთ, რასაც გაუმჯობესება სჭირდება ... ჩვენ ვიცით, რომ  რთულ საქმეს ვაგრძელებდით, მაგრამ ჩვენ უფრო მეტი სიმაღლის დაპყრობა გვსურს ... იმიტომ, რომ ჩვენ "ბარსა" ვართ!"

 

შეგახსენებთ, რომ სანდრო როსელის კლუბის პრეზიდენტად ყოფნის პირველ წელს, "ბარსელონას" სპორტულმა გუნდებმა ჯამში 16 პროფესიონალური ტიტულის მოგროვება მოახერხეს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.