ლეგენდები ბრწყინავენ - მესის ჰეთ თრიქი და სუარესის დუბლი
"ბარსელონას" ლეგენდების მორიგი ბენეფისი - ლიონელ მესის ჰეთ თრიქი და ლუის სუარესის დუბლი.
გასულ ღამეს "ინტერ მაიამიმ" "ნიუ ინგლენდ რევოლუშენს" უმასპინძლა და მეტოქე ანგარიშით 6-2 გაანადგურა. მესიმ, რომელიც თამაშში 58-ე წუთზე ჩაერთო, ჰეთ თრიქი შეასრულა, მანამდე კი სუარესმა დუბლი გაიფორმა. ურუგვაელმა თავი 2 ასისტითაც გამოიჩინა. 2 საგოლე გადაცემა მიითვალა "ბარსას" კიდევ ერთმა ლეგენდამ ჟორდი ალბამაც.
აღსანიშნავია, რომ ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელმა ჰეთ თრიქი გაიტანა არგენტინის ნაკრებში გამართულ წინა შეხვედრაშიც.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 9 ]