ფაბრეგასი სახლს ყიდის
მადრიდული გამოცემა "მარკას" ცნობით, ფაბრეგასი სახლს ყიდის...
როგორც მადრიდული გამოცემა "მარკა" იუწყება, ლონდონური "არსენალის" კატალონიელი კაპიტანი ინგლისის დედაქალაქში სახლს ყიდის. ეს კი იმაზე მიგვანიშნებს, რომ იგი ამ ზაფხულს "მეთოფეთა" რიგებს დატოვებს.
ასევე მადრიდული პრესის ცნობით, ფაბრეგასი მალე ლონდონელებს შეხვდება და საბოლოოდ გადაწყვეტს თავისი ლონდონში დარჩენა–არდარჩენის საკითხს. ცესკი სავარაუდოდ თავის სამშობლოში, კატალონიაში გადაბარგდება, სადაც "ბარსელონას" ღირსებას დაიცავს, თუმცა ცოტა ხნის წინ, მადრიდულმა "რეალმა" კვლავ გამოხატა მის მიმართ ინტერესი. მადრიდელები ლონდონური კლუბის მესვეურებს ფაბრეგასის სანაცვლოდ 45 მილიონ ფუნტს სთავაზობენ.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]