ოფიციალურად: ხავიერ მასკერანო ინტერ მაიამის მთავარი მწვრთნელია
“ინტერ მაიამიმ” ხავიერ მასკერანოს მთავარ მწვრთნელად დანიშვნა ოფიციალურად დაადასტურა.
არგენტინელმა სპეციალისტმა ამერიკულ კლუბთან კონტრაქტი 2027 წლამდე გააფორმა. მასკერანო აქამდე არგენტინის 20 წლამდელთა და ოლიმპიურ ნაკრებებს წვრთნიდა.
ამდენად, “ინტერ მაიამის” კიდევ ერთი ლეგენდარული “ბარსელონელი” დაემატა. როგორც იცით, მაიამელთა რიგებში ლიონელ მესი, ლუის სუარესი, სერჟიო ბუსკეტსი და ჟორდი ალბა თამაშობენ.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]