ბრონძეტი სანჩესის ”ბარსაში” ტრანსფერს ადასტურებს

ბრონძეტი სანჩესის ”ბარსაში” ტრანსფერს ადასტურებს


ფიფას ცნობილმა აგენტმა, ერნესტო ბრონძეტიმ იტალიურ მედია საშუალებებს ამცნო, რომ ”ბარსელონამ” დაასრულა მოლაპარაკება ”უდინეზესთან” და აღარ იბრძოლებს როსისთვის.

ერნესტო ბრონძეტიმ საკუთარი პროგნოზი გააკეთა ”ბარსას” გაძლიერებასთან დაკავშირებით. მას ეჭვი არ ეპარება, რომ ალექსის სანჩესს უახლოეს საათებში ”ბარსელონას” ახალ ფეხბურთელად წარადგენენ. მისივე განცხადებით ჯოზეპე როსის იტალიურ ფეხბურთში მოუწევს დაბრუნება.

ბრონძეტიმ, რომელიც იტალიურ ფეხბურთში მიმდინარე არაერთ ტრანსფერს განაგებს ”Radio Centro Suono Sport”-თან დაწვრილებით ისაუბრა ალექსის სანჩესის ტრანფერის შეფერხების შესახებ: ”ტრანსფერი შეფერხდა იმის გამო, რომ მოსალაპარაკებელი იყო რომელიმე ფეხბურთელის ”უდინეზეში” არენდით გაშვება”.

მიუხედავად იმისა, რომ ტრანფერში ჩართული იქნება თუ არა ჟეფრენ სუარესი ბრონძეტი დარწმუნებით ამბობს, რომ ალექსის სანჩესი ”ბარსელონას” ახალწვეული გახდება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.