სამწლიანი მეგობრობის ისტორია

სამწლიანი მეგობრობის ისტორია

 

ამ კვირას, ზუსტად სამი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ინგლისური "მანჩესტერ იუნაიტედიდან" კატალონიის "ბარსელონაში" ხერარდ პიკე ბერნაბეუ გადმობარგდა...

 

"მე მოვდივარ აქ, რადგანაც მოვიგო ტიტულები", – განაცხადა კატალონიელმა ცენტრალურმა დამცველმა 2008 წლის 3 ივლისს, როდესაც მან "ბარსელონასთან" ხელშეკრულება დადო. მოვიდა ტიტულების მოსაგებად და მოიგო კიდეც და ალბათ კვლავაც განაგრძობს მათ დაპყრობას და მათ მაღლა, ცაში აღმართვას. პირველ წელიწადს მის ორივე ხელთან სამი ტიტული დამეგობრდა და მისი დიდი დახმარებით, გუნდმა ტრიპლეტი შეასრულა. ტიტულებს და პიკეს ხელებს ერთმანეთი არც ამის შემდეგ დაუვიწყებიათ და ერთმანეთს კვლავ ახსენებდნენ თავს.

 

ხერარდი 17 წლის იყო, როდესაც კატალონია დატოვა და მანჩესტერში გადაბარგდა, სადაც 21 წლამდე დარჩა. დაბრუნების პირველ წელს, მან 45 თამაშში მოახერხა მონაწილეობის მიღება – 25 "ლა ლიგას" შეხვედრა გახლდათ, 14 "ჩემპიონთა ლიგის" დაპირისპირება, ხოლო "სამეფო თასზე" მან "ბარსას" ფორმის ღირსება 6 მატჩში დაიცვა. პირველ სეზონში მან საბოლოოდ 4,112 წუთი დაჰყო მოედანზე და მეტოქეთა კარის ბადის შეწუხება 2–ჯერ მოახერხა. ერთ–ერთი ბადე "ბერნაბეუს" კართან დაახლოებული ბადე გახლდათ, რომელიც იმ შეხვედრაში  (როდესაც პიკემ იგი შეაწუხა), მთლიანად 6–ჯერ იქნა შერხეული.

 

2009/10 წლების სეზონში პიკემ "ბარსაში" უფრო მეტი შეხვედრა ჩაატარა, ვიდრე პირველ წელს. მის ანგარიშზე 49 ჩატარებული მატჩი და მოგებული ექვსი ტიტულია. ამ სეზონში მას 4 გოლი დაუგროვდა – ყველა ეს გოლი კუთხურის დახმარებით იქნა გატანილი.

 

გასულ სეზონში, ხერარდ კიდევ უფრო მეტის, 51 მატჩის ჩატარება მოახერხა და მოედანთან 4,549 წუთის მანძილზე იქნა დაკავშირებული. რომ არაფერი ვთქვათ 2010 წლის მუნდიაზე, რომელიც 2010 წლის ზაფხულში ჩატარდა, პიკემ ამჯერად კისერზე "ჩემპიონთა ლიგისა" და "ლა ლიგას" მედლების ჩამოკიდება მოახერხა.

 

მას "ბარსას" მაისურით უკვე 14 შევედრა აქვს გამართული და იგი ჯერ მხოლოდ 24 წლის გახლავთ. შეიძლება ითქვას, რომ პიკე ამ დროისთვის, მსოფლიოს ერთ–ერთი საუკეთესო ცენტრალური მცველიც კი არის. მსოფლიოში ერთ–ერთი საუკეთესო მცველი, რომელთანაც შერკინების სურვილიც მსოფლიოს ბევრ წამყვან ფეხბურთელსაც კი გამქრალი აქვს.

 

2008 წლიდან, პიკეს ანგარიშზე 11 ტიტულია – 3 ქვეყნის ჩემპიონატის, 2 ევროპის ჩემპიონატის, 2 ესპანეთის სუპერთასის, ერთი სამეფო თასის, ერთი ევროპული სუპერთასისა და ერთიც მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის. თუმცა, თავად ფეხბურთელი მედლებთან და ტიტულებთან ურთიერთობის გაწყვეტას ჯერჯერობით არ გეგმავს...

 

P.S. კატალონიელი ფეხბურთელი გულგრილი არც კარის ბადეების მიმართ არ არის.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.