"ბარსა" ბრაზილიელი ფეხბურთელით ინტერესდება

"ბარსა" ბრაზილიელი ფეხბურთელით ინტერესდება

 

მოგეხსენებათ კატალონიის "ბარსელონა" სერიოზულად იყო დაინტერესებული ხიხონის "სპორტინგის" მარცხენა მცველის, ხოსე ანხელის შეძენით. თუმცა, თავად ესპანელმა ფეხბურთელმა "ბარსელონაში" გადმოვლას იტალიაში გადაბარგება და "რომას" ღირსების დაცვა არჩია. ახლა კატალონიელები ალტერნატიული გზების მოძებნას ცდილობენ...

 

როგორც კატალონიური "სპორტი" იუწყება, ბლაუგრანელები ახლა ესპანეთის 21 წლამდელთა ნაკრებისა და გერმანული "შალკეს" ფეხბურთელ სერხიო ესკუდეროსა და ფენერბაჰჩეს 28 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელის, ანდრე სანტოსის შეძენით არიან დაინტერესებულები. აქვე გეტყვით, რომ გუშინ, "ბარსელონას" პრეზიდენტმა, სანდრო როსელმა ბრაზილიელის თამაში არგენტინაში, ცოცხლად იხილა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.