დოს სანტოსი ბოდიშს იხდის
კატალონიის "ბარსელონას" ახალგაზრდა მექსიკელი ფეხბურთელი, ჯონათან დოს სანტოსი "ბარსელონას" ტელევიზიასა და ოფიციალურ საიტს გაესაუბრა. მექსიკელი ახალგაზრდა წუხილს გამოთქვამს იმის გამო, რომ მან დისციპლინა დაარღვია...
"მე ვარ აქ, თქვენ პირისპირ. მე დავარღვიე დისციპლინა, რის გამოც ძალიან ვწუხხვარ. მე ბოდიშს ვუხდი ჩემს ნაკრებს, ჩემს კოლეგებსა და მექსიკის სამწვრთნელო შტაბს. მე აქ ვარ და ყველა პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ", – განაცხადა დოს სანტოსმა. მან რამდენიმე სიტყვა ასევე კლუბის მიმართაც წარმოთქვა: "ბოდიშს ვუხდი ჩემს კლუბს, რომელმაც მე ფეხბურთელად მზრდის და ბოდიშს ვუხდი ჩემს ოჯახს, რომელიც ყველაფერ ამის გამო წუხილს გამოთქვამს."
ამის გარდა, მექსიკელმა განაცხადა, რომ ჩვენ ადამიანები ვართ და შეცდომა ყველას მოგვდის: "მე უკვე 9 წელია, რაც "ბარსაში" ვარ და დისციპლინასთან პრობლემა არასოდეს მქონია. ჩვენ ყველა ადამიანები ვართ და ყველას მოგვდის შეცდომები", – თქვა მან და დაამატა, რომ ამ შემთხვევამ იგი როგორც ჩვეულებრივი ადამიანი და ისევე როგორც ფეხბურთელი, გაზარდა და რომ ეს მისთვის არასასიამონო გამოცდილება გახლავთ.
"ბარსა ბ"–ს ფეხბურთელმა გამოთქვა ინიციატივა, რომ მან "ბარსას" ფონდთან ითანამშრომლოს და რაიმე სასარგებლო გააკეთოს საკუთარი სამშობლოსთვის.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]