MSN-ის გაცოცხლება საინტერესო იქნებოდა - ნეიმარი
ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ნეიმარმა CNN Sport-თან ინტერვიუში მისი, ლიონელ მესისა და ლუის სუარესის ვარსკვლავური ტრიო გაიხსენა და MSN-ის დაბრუნება არ გამორიცხა.
მესისთან და სუარესთან ერთად ისევ თამაში წარმოუდგენელი იქნებოდა. ისინი ჩემი მეგობრები არიან. ჩვენ ერთმანეთს კვლავ ვესაუბრებით. ამ ტრიოს გაცოცხლება საინტერესო იქნებოდა... ვინ იცის? ფეხბურთი მოულოდნელობებით სავსეა.
- ამბობს ნეიმარი.
ნეიმარი, მესი და სუარესი "ბარსელონაში" ერთად 2014-2017 წლებში ბრწყინავდნენ. მათ ერთად 450 მატჩი ჩაატარეს, 364 გოლი გაიტანეს და 173 ასისტი გააკეთეს.
ნეიმარი ამჟამად "ალ ჰილალის" საკუთრებაში იმყოფება, მესი და სუარესი კი "ინტერ მაიამიში" ირიცხებიან.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 13 ]