რივეროლა და კუენსა კატალონიაში ბრუნდებიან

რივეროლა და კუენსა კატალონიაში ბრუნდებიან

 

კატალონიის "ბარსელონას", არენდით წასული ორი ფეხბურთელი დაუბრუნდა. ეუსებიო საქრისტანის გუნდის ღირსებას მომავალი სეზონიდან მარტი რივეროლა და ისააკ კუენსა დაიცავენ...

 

როგორც კატალონიის "ბარსელონას" ოფიციალური საიტი გვამცნობს, მომავალი სეზონიდან ეუსებიო საქრისტანის "ბარსა ბ"–ს მარტი რივეროლა და ისააკ კუენსა შეუერთდებიან. ორივე ფეხბურთელი არენდის წესით, სხვა გუნდებში იყვნენ წასულები. რივეროლა ჰოლანდიური "ვიტესის" ღირსებას იცავდა, ხოლო კუენსა საბადელიას სახელით გამოდიოდა. ახლა ორივე მათგანი კატალონიას უბრუნდება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.