ბარსელონა-ბეტისი - განაცხადი ცნობილია
"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა ესპანეთის თასის 1/8-ფინალში "ბეტისთან" გასამართი მატჩის განაცხადი დაასახელა.
"ბარსა" მარკ-ანდრე ტერ შტეგენს, ინიგო მარტინესს, ანდრეას კრისტენსენსა და მარკ ბერნალს მოისაკლისებს, რომლებიც ტრავმირებულები არიან. შეხვედრას ასევე გამოტოვებს ვოიჩეხ შჩესნი. პოლონელი მეკარე დისკვალიფიცირებულია. მწვრთნელის გადაწყვეტილებით ზედიზედ უკვე მესამედ განაცხადში ვერ მოხვდა ანსუ ფატი.
"ბლაუგრანას" 22-კაციანი განაცხადი ასე გამოიყურება: კუბარსი, ბალდე, არაუხო, გავი, ტორესი, პედრი, ლევანდოვსკი, რაფინია, პენია, ტორე, ფერმინი, კასადო, ვიქტორი, იამალი, ოლმო, დე იონგი, კუნდე, გარსია, ასტრალაგა, კოჩენი, ფორტი, მარტინი.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 17 ]