ჰანსი ფლიკი სევილიასთან მატჩის შემდეგ
"ბარსელონამ" ლა ლიგის 23-ე ტურში "სევილიას" სტუმრად 4-1 დაამარცხა.
ჰანსი ფლიკმა მატჩის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.
გუნდის თამაშით ბედნიერი ვარ. პირველ ტაიმში კარგად ვითამაშეთ, მეორე ნახევარში კი სამი ქულისთვის ბევრი ვიბრძოლეთ.
ფეხბურთელის გაძევების მიუხედავად თავი ძალიან კარგად დავიცავით.
ვართ თუ არა ლა ლიგის საუკეთესო გუნდი? ლა ლიგაში 4-5 კარგი გუნდია.
არაუხოს მდგომარეობის შესაფასებლად ხვალამდე უნდა მოვიცადოთ. ვიმედოვნებ, სერიოზული არაფერია.
კარგია, რომ "რეალ მადრიდს" მხოლოდ 2 ქულით ჩამოვრჩებით, მანამდე უფრო ცუდ სიტუაციაში ვიყავით, მაგრამ საბოლოოდ მხოლოდ ჩვენ თავზე ვართ ფოკუსირებულნი. ჩვენი თამაშები უნდა მოვიგოთ, სხვა გუნდებზე დამოკიდებულნი ვერ ვიქნებით.
ფეხბურთელებს სამდღიანი შვებულება მივეცი და ვუთხარი, რომ კარგად დაისვენონ და რაიმე სულელური არ გააკეთონ (იცინის).
ანსუ დაბრუნებასთან ახლოსაა. ვეცდებით, ის გასული სეზონის დონეს დაუბრუნდეს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 19 ]