გრონდონა: "მესი ძალიან კარგად თამაშობს"
არგენტინის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ხულიო გრონდონამ პირველი მატჩის შემდეგ, არგენტინის ეროვნული ნაკრები გააკრიტიკა, თუმცა ასევე აღნიშნა, რომ ამ ნაჩვენები შედეგის გამო დამნაშავე ლეო მესი არ არის...
"მესი ძალიან კარგად თამაშობს, რასაც ვერ ვიტყვით მის თანაგუნდელებზე. მე ძალიან უკმაყოფილო ვარ ჩვენი გუნდის თამაშით, რომელიც მათ ბოლივიის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ აჩვენეს. დაფიქსირებული ანგარიში კარგი ნამდვილად არ გახლავთ, თუმცა ჩვენი ნაკრების ფეხბურთელები გოლის შემდეგ ბოლომდე დაიხარჯნენ. დღევანდელ ფეხბურთში, თამაში ყველას წინააღმდეგ რთულია, ხოლო თამაში იმ გუნდის წინააღმდეგ, რომელსაც დასაკარგი არაფერი აქვს, უფრო რთულია", – განაცხადა გრონდონამ.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]