ინიესტა: "ყველაფერი ძალიან კარგად მახსოვს"
კატალონიის "ბარსელონას" ნახევამრცველმა, ანდრეს ინიესტამ "La Sexta"-სთან ინტერვიუში "ბარსელონასა" და მისი ეროვნული ნაკრების წარსულზე, აწმყოსა და მომავალზე ისაუბრა...
კატალონიის "ბარსელონასა" და ესპანეთის ეროვნული ნაკრების ერთ–ერთ ლიდერს, "დონ" ანდრეს ინიესტას, მადრიდული "რეალის" თავკაცისთვის, ჟოზე მოურინიოსთვის პირდაპირ არაფერი დაუბრალებია, თუმცა აღნიშნა, რომ პორტუგალიელის როლი იმაში, რაც გასულ წელს მოხდა, ძალიან დიდია. "მინდა ვთქვა, რომ მე ჯერ არ დამვიწყებია ის, რაც შარშან მოხდა. მე არ ვიცი ვინ არის დამნაშავე იმაში, რაც გასულ წელს მოხდა, მაგრამ რაც ვიცი არის ის, რომ ძალიან უსიამოვნო სიტუაციაში ვიყავით. იყო მომენტები, როდესაც ეს ყველაფერი სპორტის საზღვრებს სცდებოდა. ჩვენ, ყველას ფეხბურთის თამაში და მისით სიამოვნების მიღება გვსურს", – განაცხადა ანდრესმა და ერთი–ორი სიტყვით მოურინიოსაც გამოეხმაურა: "მოურინიო, რას აკეთებ შენ გუნდთან ერთად – ამას ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ არსებობს საზღვრები, რომელსაც არ უნდა გასცდე."
2010 წლის მუნდიალის ფინალის გმირმა კომენტარი ცესკის შესახებაც გააკეთა, რომელსაც "ბარსელონას" გასახდელში სულმოუთქმენლად ელიან: "მე ცესკის თაობაზე იმედს არ ვკარგავ. მე მას ველაპარაკე და კვლავ უცდის მოვლენების განვითარებას."
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]