ეუსებიოს დებიუტი "უესკასთან" შედგება
"ბარსა ბ" თავის მეორე სეზონს "სეგუნდა დივიზიონში" "უესკასთან" დაპირისპირებით გახსნის. ეუსებიოს პირველი საშიანო შეხვედრა კი "ვილიარეალ ბ"–ს წინააღმდეგ შედგება...
მოგეხსენებათ პირველი დივიზიონის კალენდარი უკვე ყველასათვის ნაცნობი გახდა. "პრიმერას" ცხრილთან ერთად კი "სეგუნდა დივიზიონის" კალნდარსაც არ მოკლებია ცნობადობა."ბარსა ბ"–ს ახალი მწვრთნელის, ეუსებიო საქრისტანის დებიუტი 21 აგვისტოს გასვლით შეხვედრაში, "უესკას" წინააღმდეგ შედგება და სეზონსაც ასევე გასვლითი შეხვედრით, 3 ივნისს დაასრულებს. ამ დღეს კატალონიელები "ხერეზის" სტადიონს ესტუმრბიან. პირველი საშინაო მატჩი კი ახალგაზრდა კატალონიელებს 27, ან 28 აგვისტოს, "ვილიარეალ ბ"–ს წინააღმდეგ ელით.
კატალონიელებს მომავალ სეზონში "დეპორტივოსთან", "ერკულესთან' და "ალმერიასთან" დაპირისპირება მოუწევთ. "ბარსა ბ" "დეპორტივოს 11 სექტემბერს, "მინიესტადიზე" დაუპირისპირდება, ხოლო ამ შეხვედრიდან ერთ კვირაში ისინი ალიკანტეს ესტუმრებიან, სადაც კიკო ფემენიას ყოფილ კლუბს, "ერკულესს" შეხვდებიან. "ალმერიას" წინააღმდეგ კი ეუსებიოს შეგირდები 11 დეკემბერს, საკუთარ მოედანზე გაილაშქრებენ.
ამათ გარდა, "ბარსა ბ"–ს კიდევ რამდენიმე "მიმზიდველი" შეხვედრა ელის. "ბარსა ბ" 3 კატალონიური დერბის მოლოდინშია. პირველ წრეში, "ბარსა ბ" "საბადელიას", "ხირონასა" და "ტარაგონას" საკუთარ მოედანზე შესაბამისად 2 ოქტომბერს, 30 ოქტომბერსა და 13 ნოემბერს მიიღებს.
ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია წარმატება ვუსურვოთ ახალ მწვრთნელსა და იმ ახალ ფეხბურთელებს, რომლებიც "სეგუნდა დივიზიონში" "ბარსელონას" ღირსებას დაიცავენ.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]