ბოიანი კლუბს ახალი თავდამსხმელის მოსვლამდე არ დატოვებს
ახალგაზრდა კატალონიელი კლუბიდან წასვლას შეეგუა და იმედი აქვს, რომ მისი მომავალი უახლოეს დღეებში ნათელი გახდება.
ბოიანის ”რომაში” გადასვლა იწელება, რადგან ”ბარსელონას” არ სურს იტალიელებთან კონტრაქტის დადება მანამ, სანამ გუნდში ახალი თავდამსხმელი არ მოვა.
ამჟამად პრიორიტეტულია ალექსის სანჩესის ტრანსფერი, მაგრამ კლუბები ჯერ ვერ თანხმდებიან. ”უდინეზესთან” მოლაპარაკებები ისე არ მიმდინარეობს, როგორც მოსალოდნელი იყო. საქმე ისაა, რომ ჟეფრენმა არ ისურვა იტალიაში თამაში და ის სატრანსფერო გარიგების ნაწილი არ გახდა. ამის გამო ”ბარსელონას” თავდაპირველი გეგმის შეცვლა მოუწია. ახლა კლუბი განიხილავს ჯონათან დოს სანტოსის ალექსის სანჩესის ტრანსფერში ჩართვას. იმ შემთხვევაში, თუ ”ბარსა” ვერ მოახერხებს ახალი თავდამსხმელის შეძენას არ გამოირიცხება ის, რომ ბოიანი კლუბში დარჩება. ეს ვარიანტი თითქმის არ მოხდება, რადგან გვარდიოლას შეტევითი ხაზის გაძლიერება ახალი ფეხბურთელებით სურს. თავად ბოიანიც შეეგუა გუნდიდან წასვლას და იმედი აქვს, რომ მისი მომავალი მალე გაირკვევა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]