პედრო: "ბედნიერი ვარ კონტრაქტის გახანგრძლივებით"

პედრო: "ბედნიერი ვარ კონტრაქტის გახანგრძლივებით"

დღეს დილით კატალონიის "ბარსელონას" შემტევმა, პედრო როდრიგესმა, 2016 წლის 30 ივნისამდე გაახანგრძლივა კონტრაქტი ამჟამინდელ კლუბთან. მისი გამოსასყიდი თანხა 150 მილიონ ევროს შეადგენს: "ეს დიდებული ამბავია. ძალიან ბედნიერი ვარ კონტრაქტის გახანგრძლივებით". განაცხადა პედრო "ბარსა ტვ"–სა და "ბარსას" ოფიციალურ საიტთან ინტერვიუში.

 

კანარის კუნძულელი, რომელმაც რამდენიმე საათის წინ გაახანგრძლივა კონტრაქტი "ბარსელონასთან", კლუბის ოფისში შეხვდა პრეზიდენტ სანდრო როსელს, ვიცე–პრეზიდენტ ხოსეპ მარია ბართომეუსა და სპორტულ დირექტორს, ანდონი სუბისარეტას. ახალგაზრდა ფეხბურთელი აღფრთოვანებულია შეხვედრით: "კლუბს ჩემი დიდი იმედი აქვს, რაც უმნიშვნელოვანესია. უბრალოდ გაოცებული ვარ განვითარებული მოველებით. პირველივე წუთიდან მენდობოდნენ კლუბის მესვეურები და სამწვრთნელო შტაბი".

 

"ბარსელონას" 17–მა ნომერმა, რომლის გამოსასყიდი ფასი 90–დან 150 მილიონამდე გაიზარდა, ჟურნალისტებს გაუმხილა თავისი წარმატების საიდუმლო: "მე ვცდილობ ვიმუშაო ბოლომდე გუნდისთვის და გავაუმჯობესო საკუთარი შესაძლებლობები, რათა დავეხმარო კლუბს. მჯერა, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ყველა ველოდებით უკეთესს მომავალ სეზონში".

 

ფორვარდი, რომელმაც ბოლო 2 სეზონში 45 გოლი გაიტანა და "უემბლის" ფინალში გახსნა ანგარიში ამბობს, რომ კვლავ სწყურია დიდი გამარჯვებები: "ყოველთვის შესაძლებელია პროგრესირება. ჩვენი გუნდი ყოველ წელს აუმჯობესებს თამაშს და ხდება უფრო ერთიანი. საუკეთესო ატმოსფერო გვაქვს გასახდელში, რაც მოედანზეც მშვენივრად წარმოჩინდება ხოლმე".

 

ფეხბურთელმა განაცხადა, რომ არ არის იგივე წარმატების მიღწევა მარტივი, რომელსაც კატალონიურმა გრანდმა მიაღწია გასულ წლებში: "ჩვენ გვესმის, რომ რთულია ყოველ წელს ყველაფერი მოიგო. რთულდება თამაშები და ძლიერდებიან სხვა გუნდებიც. მათ აქვთ სურვილი და მოტივაცია მოიგონ ტიტულები. ძალიან ძნელი იქნება, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ წარმატებული სეზონის ჩასატარებლად".

 

სურათები 

 

 

 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.