ბარსელონა 🆚 რეალ მადრიდი | ურთიერთშეხვედრების ისტორია

ბარსელონა 🆚 რეალ მადრიდი | ურთიერთშეხვედრების ისტორია

მიმდინარე სეზონში რეალ მადრიდის ზედიზედ 4-ჯერ დამარცხების შემდეგ, ბევრს აინტერესებს, ბარსელონას ელ კლასიკოში როგორი სტატისტიკა აქვს.

ისტორიის განმავლობაში, ბარსელონასა და რეალ მადრიდს ერთმანეთის წინააღმდეგ 261 ოფიციალური დაპირისპირება გაუმართავთ: 104 მატჩი ბარსამ მოიგო, 106 შეხვედრაში მადრიდელებმა იმარჯვეს, 51 ჯახი კი ფრედ დასრულდა. კატალონიურმა გრანდმა “ლოს ბლანკოსს” 435 გოლი გაუტანა და 443 გაუშვა.

2000 წლიდან დღემდე, ბარსელონამ და რეალ მადრიდმა ერთმანეთის წინააღმდეგ 76 ოფიციალური მატჩი ჩაატარეს: 31 ბარსამ მოიგო, 28-ჯერ გამარჯვება მადრიდელებს დარჩათ, 17 შეხვედრა კი ფრედ დასრულდა. “ბლაუგრანამ” 136 გოლი გაიტანა, საკუთარ კარში კი 118 მიიღო.

2010 წლიდან დღემდე კი სტატისტიკა ასეთია: ბარსელონამ 54 ოფიციალურ მატჩიდან 24 მოიგო, 20 წააგო, 10 ფრედ ითამაშა, 104 გოლი გაიტანა და 86 გაუშვა.

ელ კლასიკოს ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი 26 გოლით ლიონელ მესია, რომელსაც 18-18 გოლით კრიშტიანუ რონალდუ და ალფრედო დი სტეფანო მოჰყვებიან. 16 გოლია ქარიმ ბენზემას ანგარიშზე, რაულ გონსალესს კი 15 გოლი აქვს.

მომდევნო სეზონში ბარსელონას კარში შანსი ექნება, რეალ მადრიდს ურთიერთშეხვედრებში გადაასწროს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 13 მაისი 2025 20:59
    2
    იმედია გადაასწრებს ბარსა ბევრად მალე
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 13 მაისი 2025 19:36
    3
    ისე მადრიდისტა ბიჭუნები თუ მოიგეს ამხანაგური ბედნიერები არიან ხოლმე, მაგრამ თუ ბარსა იგებს მაშინ ამბობენ ამხანაგურია და რეალი თავს არ იკლავსო. თუ თავს არ იკლავ და შედეგი არ გაინტერესებს, მაშინ რას თამაშობ წადი და ივარჯიშე მარტოკამ. ამხანაგურების ჩათვლით საკმაოდ წინ ვართ.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 13 მაისი 2025 10:17
    3
    ამხანაგურებს თუ ჩავთვლით საკმაოდ წინ ვართ, მაგრამ ამხანგურები არ ითვლებაო ბიკენტიამ.
    წევრი [?]
    #4 13 მაისი 2025 09:14
    0
    ვააა მაგარია, მადლობა სტატიისთვის :)
    "ტაიმაუტში" იყო გუშინ, რომ 105 - 104 ზე წინ რეალიაო ;)

    მესის 27 გოლი აქვს, ერთი ამხანაგურში ოღონდ, თუ ჩავთვლით ამხანაგურსაც ;)

    https://youtu.be/Je2BhUy6xH4?si=zW8SdUEUBbqEgWaK
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 13 მაისი 2025 08:48
    0
    მბაპე შევა ტოპ 5 ბომბარდირში მალე😃
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 13 მაისი 2025 08:19
    4
    2019-20 სეზონში გვქონდა შანსი რომ გადაგვესწრო, წინა წლებში ბევრი მივაყოლეთ მოგებები მაშინაც და თანაბარი იყო მაგ დროს, მარა რეალმა დაიწყო მოგებები მაქედან და მერე კაი ჩამორჩენაში ვიყავით ისევ, ჩავიმ კი შეამცირა ჩამორჩენა მარა მერე წინა სეზონში ისევ გააფუჭა, მგონი არც ვყოფილვართ წინ არასდროს და იმედია ჰანსი ბიძია გამოასწორებს ამასაც.
    --------------------
    "ჩვენ ორი ვართ ქვეყანაზე, მე და ბარსა, მე და ბარსა!!!"
    Culé [?]
    #1 13 მაისი 2025 06:02
    11
    მომდევნო სეზონშივე შემოაბრუნებს ჰანსი ბიძია ამ სტატისტიკას ჩვენს სასარგებლოდ