ტერ შტეგენი გაბრაზებულია: ჩემთან არავის უსაუბრია
"ბარსელონა" მეკარის პოზიციაზე ცვლილებებს გეგმავს. აქტიურად იწერება "ესპანიოლის" კარის დარაჯის, ჟოან გარსიას გადმოსვლაზე. დიდი ალბათობით, "ბლაუგრანა" მას 25 მილიონი ევროს სანაცვლოდ გაიფორმებს.
გარსიას სავარაუდო მოსვლა და ვოიცეხ შჩესნისთან კონტრაქტის შესაძლო გაფორმება კითხვებს აჩენს გუნდის კაპიტნის, მარკ-ანდრე ტერ შტეგენის მომავალთან დაკავშირებით.
33 წლის გერმანელი მეკარე იმედგაცრუებულია და აცხადებს, რომ კლუბიდან მომავალთან დაკავშირებით მასთან არავის უსაუბრია.
- ციტირებს ტერ შტეგენის სიტყვებს ZDF.
Sport-ის ცნობებით, ტერ შტეგენთან დაახლოებული წყაროები იტყობინებიან, რომ გერმანელი კარის დარაჯი არსებული სიტუაციით გაბრაზებულია და ჰანსი ფლიკთან და დეკუსთან მისი მომავლისა და კლუბის გეგმების განსახილველად გასაუბრებას აპირებს.
მარკის მოქმედი კონტრაქტის ვადა 2028 წელს იწურება. კატალონიური წყაროს ინფორმაციით, თუ "ბარსელონა" მასთან ხელშეკრულებას გაწყვეტს, ფეხბურთელი ხელფასის დათმობას არ აპირებს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 17 ]