ბარსელონას მაროკოში ამხანაგურ მატჩს სთავაზობენ – წინასასეზონო გეგმა ფორმირდება

ბარსელონას მაროკოში ამხანაგურ მატჩს სთავაზობენ – წინასასეზონო გეგმა ფორმირდება

"ბარსელონა", შესაძლოა, 2025/26 წლების სეზონის დაწყებამდე ამხანაგური მატჩისთვის მაროკოში გაემგზავროს.

ჰანსი ფლიკმა პირველი სეზონი კატალონიურ გრანდში ბრწყინვალედ ჩაატარა - გუნდმა სამივე შესაძლო საშინაო ტიტული მოიგო: ლა ლიგა, ესპანეთის თასი და ესპანეთის სუპერ თასი.

თუმცა, მომდევნო 12 თვე კიდევ უფრო დიდი გამოწვევა იქნება - "ბარსას" მოუწევს ტიტულების დაცვა იმ პირობებში, როცა "რეალ მადრიდი" უკვე ჩაბი ალონსოს ხელშია და აქტიურობს მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე.

იმის გამო, რომ "ბარსელონა" არ მონაწილეობს ზაფხულში გასამართ FIFA-ს საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატში, ფლიკი ამ პერიოდს მისი ფეხბურთელებისთვის დასვენებისა და ძალების აღდგენის მნიშვნელოვან შესაძლებლობად აღიქვამს. გუნდი წინასასეზონო მზადებას ივლისში, კატალონიაში, დაიწყებს.

ბარსელონას 2025/26 წლების წინასასეზონო გეგმა

კლუბს ჯერ არ დაუდასტურებია სრული გრაფიკი, თუმცა ცნობილია, რომ დაგეგმილია ტურნე იაპონიასა და სამხრეთ კორეაში.
გუნდი იაპონიაში 24 ივლისს ჩავა და მაშინვე დაიწყებს ვარჯიშს. პირველ ამხანაგურ მატჩს "ბარსა" 27 ივლისს, იაპონურ კლუბ "ვისელ კობესთან" გამართავს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ამის შემდეგ კატალონიელები 31 ივლისს სეულში ადგილობრივ "სეულის" შეხვდებიან, ხოლო მესამე მატჩს 4 აგვისტოს სამხრეთკორეული კლუბის "დაგუს" წინააღმდეგ ჩაატარებენ.

Mundo Deportivo-ს ცნობით, კლუბს შესთავაზეს შემოსავლის მომტანი ამხანაგური შეხვედრა მაროკოში, რომელიც, შესაძლოა, 20 ივლისს, კასაბლანკაში, გაიმართოს.

პოტენციური მეტოქე ჯერ არ დასახელებულა, თუმცა ეს მატჩი აზიაში გამგზავრებამდე ოთხ დღით ადრე ჩაინიშნება.

ამ ეტაპზე არსებული გეგმით, ფლიკს სურს, რომ წინასასეზონო შეკრება 13-14 ივლისს დაიწყოს, რასაც მალევე პირველი ამხანაგური მატჩი მოჰყვება - იმისთვის, რომ ფეხბურთელები სასურველ სათამაშო ფორმას დაუბრუნდნენ.

კლუბი ამ დღეებში მიიღებს გადაწყვეტილებას: დარჩეს ესპანეთში და იქ ითამაშოს, თუ მიიღოს ფინანსური სარგებელი და მატჩი კასაბლანკაში ჩაატაროს.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 8 ივნისი 2025 15:30
    0
    გავდივართ საშოვარზე ზაფხულში?
    Culé [?]
    #2 8 ივნისი 2025 01:46
    0
    დაცვაში თამაშიც დავალაგოთ და ამ გუნდის მომგები არავინაა
    ფანი [?]
    #1 7 ივნისი 2025 08:09
    0
    ტრანსფერები გვინდა უილიამი და ფირვარდუ