ბარსელონა ზაფხულის მესამე ტრანსფერს გეგმავს
"ბარსელონა" იმედოვნებს, რომ ამ ზაფხულს აქტიური იქნება სატრანსფერო ბაზარზე, თუმცა ახალი შენაძენები დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენი გაყიდვა განხორციელდება. კლუბის ფინანსური პრობლემების გათვალისწინებით, საჭიროა მოთამაშეთა გაყიდვა, რათა მოხდეს ახალი ფეხბურთელების მოყვანა.
უკვე ცნობილია, რომ "ბარსელონა" ახალი მეკარისა და მარცხენა ვინგერის შეძენას ცდილობდა. ჟოან გარსია "ესპანიოლიდან" ბარსელონაში ოფიციალურად გადავიდა და სავარაუდოდ ის პირველი მეკარე გახდება, ხოლო შეტევის ხაზში მთავარი სამიზნე ლუის დიასია.
"ბარსელონამ", შესაძლოა, მარცხენა მცველიც დაიმატოს
გარდა მეკარისა და ვინგერისა, გამოცემა Sport-ის ცნობით, "ბარსელონა" ცდილობს მარცხენა მცველის შეძენას.
გასულ კვირას გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამჟამინდელ მარცხენა მცველს, ჟერარ მარტინს, პრემიერ ლიგაში გადასვლის შანსი აქვს. 23 წლის მცველი, რომელმაც გასულ სეზონში 46 შეხვედრა ჩაატარა ყველა ტურნირზე, ჯერ "ვულვზის" დაინტერესების ობიექტი გახდა, ახლა კი მას "ბორნმუთი" უთვალთვალებს.
"ბარსელონა" მზად არის მარტინის გაყიდვისთვის და იმედოვნებს, რომ მის სანაცვლოდ 12 მილიონ ევროს მიიღებს. თუ ტრანსფერი განხორციელდა, კლუბს სურს მისი შემცვლელი მოიყვანოს - განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ალექს ვალე უკვე გაყიდეს სესკ ფაბრეგასის კლუბ "კომოში".
თუ მარტინი კლუბს დატოვებს, "ბარსელონა" უკვე განიხილავს ალტერნატივებს მარცხენა ფლანგზე. ამ ეტაპზე, მთავარი კანდიდატი ყოფილი "ლა მასიას" ფეხბურთელი - ალეხანდრო გრიმალდოა. 29 წლის მცველმა შესანიშნავად იასპარეზა ლევერკუზენ "ბაიერში", მას შემდეგ რაც "ბენფიკადან" გადავიდა, მაგრამ იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ჩაბი ალონსო "რეალ მადრიდში" გადავიდა, გრიმალდოს წასვლაც რეალურია.
არსებული ინფორმაციით, გრიმალდოს კონტრაქტში გათვალისწინებულია გამოსასყიდი თანხა - 15 მილიონი ევრო, რაც მისი დონის მოთამაშისთვის იაფად ითვლება, თუმცა "ბარსელონა" მხოლოდ იმ შემთხვევაში იმოქმედებს, თუ ჟერარ მარტინი კლუბს დატოვებს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 12 ]