პრესეზონის განრიგი ცნობილია - ბარსა აზიურ ტურნეს მოაწყობს
ცნობილია, როდის შეუდგება "ბარსელონა" 2025/26 წლების სეზონისთვის მზადებას.
კატალონიური კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, ჰანსი ფლიკის გუნდი წინასასეზონო მზადებას 13 ივლისს დაიწყებს და აზიურ ტურნეს მოაწყობს.
"ბლაუგრანა" პირველ ამხანაგურ შეხვედრას იაპონიაში "ვისელ კობესთან" გამართავს, შემდეგ კი სამხრეთ კორეაში "სეულსა" და "დეგუს" დაუპირისპირდება.
აღსანიშნავია, რომ "ბარსა" აზიას 6 წლის შემდეგ პირველად ეწვევა. კატალონიელები აზიას ბოლოს 2019 წელს ესტუმრნენ, როდესაც გუნდს ერნესტო ვალვერდე წვრთნიდა.
პრესეზონზე გასამართი მატჩების განრიგი (თბილისის დროით) ასეთია:
- 27 ივლისი, კვირა, 14:00 - ვისელ კობე-ბარსელონა
- 31 ივლისი, ხუთშაბათი, 15:00 - სეული-ბარსელონა
- 4 აგვისტო, ორშაბათი, 15:00 - დეგუ-ბარსელონა
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]