ნიკო უილიამსმა ბილბაოს შეატყობინა, რომ ბარსაში გადმოსვლა სურს
"ბილბაოს" შემტევის, ნიკო უილიამსის "ბარსელონაში" სავარაუდო ტრანსფერთან დაკავშირებით მორიგი ინფორმაცია ვრცელდება.
El Chiringuito-ს ჟურნალისტი ედუ ველასკო იტყობინება, რომ უილიამსმა ბასკურ კლუბს "ბარსაში" გადმოსვლის სურვილის შესახებ აცნობა. "ბილბაო" ნიკოს დაბრკოლებას არ შეუქმნის, მაგრამ ბასკებს სურთ, "ბარსელონასგან" გამოსასყიდი თანხა სრულად (62 მილიონი ევრო) მიიღონ.
გავრცელებული ცნობებით, "ბლაუგრანა" ნიკო უილიამსთან კონტრაქტის პირობებზე შეთანხმებულია. 22 წლის ფეხბურთელი კლუბებს შორის შეთანხმების მოლოდინშია.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 7 ]