ბარსელონა ფატის კონტრაქტს გაუხანგრძლივებს და მონაკოში გაანათხოვრებს
"ბარსელონას" შემტევი ანსუ ფატი "მონაკოში" იჯარით გადასვლამდე კატალონიურ კლუბთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს.
ფატის მოქმედი ხელშეკრულების ვადა 2027 წელს იწურება. Cadena SER-ის ინფორმაციით, "ბარსელონა" აპირებს, ანსუს იჯარით გაშვებამდე მასთან კონტრაქტი კიდევ ერთი წლით, 2028 წლამდე გაახანგრძლივოს.
წყაროს ცნობებით, "მონაკოს" ფატის 11 მილიონ ევროდ გამოსყიდვის შესაძლებლობა ექნება, "ბარსას" კი ანსუს 28 მილიონ ევროდ დაბრუნება შეეძლება.
იგივე წყარო იუწყება, რომ 22 წლის ფეხბურთელი ფრანგულ კლუბში სამედიცინო შემოწმებას შაბათს გაივლის. გარიგების დასრულებამდე ძალიან მცირე დეტალები დარჩა.
Sport-ის ჟურნალისტი კარლოს მონფორტი იტყობინება, რომ ფატიმ თანაგუნდელებს უკვე აცნობა, რომ "მონაკოში" გადადის.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 10 ]