მონაკო ტერ შტეგენით ინტერესდება
"მონაკომ" თვალი "ბარსელონას" კიდევ ერთ ფეხბურთელს, გერმანელ მეკარეს, მარკ-ანდრე ტერ შტეგენს დაადგა.
"მონაკო" "ბარსას" 22 წლის შემტევის, ანსუ ფატის ტრანსფერზე უკვე მუშაობს, ახლა კი ფრანგული კლუბის სამიზნე ტერ შტეგენიც გახდა.
ტერ შტეგენის მომავალი "ბლაუგრანაში" გაურკვეველია. ჟოან გარსიას დამატების შემდეგ კატალონიური კლუბი გერმანელის გაშვების წინააღმდეგი არაა, მაგრამ თავად 33 წლის კარის დარაჯს წასვლა არ სურს.
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, "მონაკო" ახალ მეკარეს ეძებს და ტერ შტეგენით დაინტერესდა. "წითლები და თეთრები" ფეხბურთელის აგენტებს დაუკავშირდნენ იმის გასარკვევად, შესაძლებელია თუ არა ტრანსფერის განხორციელება. ფრანგებს სხვა ვარიანტებიც აქვთ, მაგრამ ტერ შტეგენი მათი პრიორიტეტია.
კატალონიური წყაროს ცნობებით, მსურველების მიუხედავად, მარკს კვლავ "ბარსაში" დარჩენა უნდა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 23 ]