ჟოან ლაპორტა: ბილბაოს პოზიციას პატივს ვცემთ
"ბარსელონას" პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა მიანიშნებს, რომ კატალონიური კლუბი მზადაა, "ბილბაოს" შემტევის, ნიკო უილიამსის გამოსასყიდი თანხა გადაიხადოს.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ბილბაო" უილიამსის "ბარსაში" ტრანსფერის დაბლოკვას შეეცდება. ბასკური კლუბი მიიჩნევს, რომ "ბლაუგრანა" 1:1 წესს ჯერ კიდევ ვერ აკმაყოფილებს და ლა ლიგასა და ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციას "ბარსელონას" ფინანსური აუდიტის ჩატარებისკენ მოუწოდა.
ყველამ ის უნდა გააკეთოს, რასაც საჭიროდ მიიჩნევს. ჩვენ ჩვენს საქმეს ვაკეთებთ, სპორტული დირექტორისა და მთავარი მწვრთნელის რეკომენდაციების შესაბამისად სატრანსფერო ბაზარზე არსებულ შესაძლებლობებს ვიყენებთ. სათქმელი მეტი არაფერი მაქვს. "ბილბაომ" თავისი შეხედულებისამებრ იმოქმედოს. მათ პოზიციას პატივს ვცემთ და იმედი მაქვს, ისინიც პატივს სცემენ ჩვენსას.
თუ ბაზარზე არსებობს შესაძლებლობა, რომელიც გამოსასყიდი თანხის გადახდას გულისხმობს, "ბარსელონა" მზადაა, რაც საჭიროა, ყველაფერი გააკეთოს.
- ციტირებს ლაპორტას სიტყვებს Marca.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 17 ]