აიტანა ბონმატის გოლი 113-ე წუთზე! — ესპანეთმა გერმანია დაამარცხა და ფინალში გავიდა

აიტანა ბონმატის გოლი 113-ე წუთზე! — ესპანეთმა გერმანია დაამარცხა და ფინალში გავიდა

ესპანეთმა ქალთა ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში გერმანიას 1-0 მოუგო და, ისტორიაში პირველად, ამ ტურნირის ფინალშია.

90 წუთში გამარჯვებული ვერ გამოვლინდა და მატჩი დამატებით დროში გადავიდა. 113-ე წუთზე, გერმანიას აიტანა ბონმატიმ გაუტანა — ბარსელონას ფეხბურთელმა ან-კატრინ ბერგერის კარი ძალიან მახვილი კუთხიდან, ძლიერი დარტყმით აიღო.

აღსანიშნავია, რომ ესპანეთის ნაკრების სასტარტო შემადგენლობაში 7 ბარსელონელი იყო - აიტანა ბონმატი, ალექსია პუტელიასი, კლაუდია პინა, ირენე პარედესი, კატა კოლი, პატრისია გიხარო და ონა ბატლიე. სალმა პარალიუელო თამაშში 68-ე წუთზე ჩაერთო, ვიკი ლოპესი და ჟანა ფერნანდესი კი სათადარიგოთა სკამზე დარჩნენ.

“ფურია როხა” ფინალში ინგლისს დაუპირისპირდება. ეს შეხვედრა 27 ივლისს (20:00), ბაზელში, “სტ. იაკობ-პარკზე” გაიმართება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #2 25 ივლისი 2025 19:26
    0
    წარმატებები
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 24 ივლისი 2025 17:50
    1
    მოკლეს ბარსელონას ფეხბურთელების გარეშე, ქალები იქნებიან თუ კაცები ესპანეთის ნაკრებს არაფერი გამოსდის.