ტერ შტეგენის ოპერაცია და გაურკვევლობა მკურნალობის ვადებთან დაკავშირებით
მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ ოპერაციას იკეთებს და გუნდს ხანგრძლივი დროით გამოაკლდება.
აქამდე გავრცელებული ინფორმაციით ეს "ბარსელონასთვის" კარგი შანსია იმისათვის, რომ ახალი ფეხბურთელები დაარეგისტრიროს. საქმე ისაა, რომ თუ ფეხბურთელს ტრავმის გამო 4 თვეზე მეტი უცდება, ლა ლიგა კლუბს უფლებას აძლევს, ამ მოთამაშის ნაცვლად სხვა დაარეგისტრიროს. ვინაიდან ტერ შტეგენი ჰანსი ფლიკის გეგმებში აღარ შედის, გერმანელის ოპერაცია კლუბისთვის კარგი ამბავი უნდა ყოფილიყო, თუმცა...
თავად ტერ შტეგენმა გუშინ გაკეთებულ განცხადებაში ახსენა, რომ მოედანს 3 თვეში დაუბრუნდება. უცნაური და იშვიათია, როდესაც მკურნალობისთვის საჭირო ვადას თავად ფეხბურთელი ასახელებს. მარკის ეს განცხადება "ბარსელონას" სერიოზულ პრობლემას უქმნის, რადგან დიდი ალბათობით, ლა ლიგა კლუბს ტერ შტეგენის რეგისტრაციიდან მოხსნისა და მისი ჟოან გარსიათი ჩანაცვლების უფლებას არ მისცემს.
თავად კატალონიურ კლუბში აქვთ მოლოდინი, რომ ფეხბურთელის მკურნალობას 4-5 თვე დასჭირდება.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 15 ]