ბარსას ოფიციალური განცხადება ვისელ კობესთან თამაშთან დაკავშირებით

ბარსას ოფიციალური განცხადება ვისელ კობესთან თამაშთან დაკავშირებით

რამდენიმე წუთის წინ "ბარსელონამ" დაადასტურა, რომ გუნდი აზიური ტურნეს გასამართად იაპონიაში გაემგზავრა.

ორი დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ორგანიზატორის მხრიდან პირობების დარღვევის გამო 27 ივლისს "ვისელ კობესთან" იაპონიაში გასამართი შეხვედრა ჩაიშალა. თუმცა ახლახან გაირკვა, რომ პრობლემა მოგვარებულია და თამაში დაგეგმილ დროს გაიმართება.

"ბარსამ" გეზი იაპონიისკენ უკვე აიღო. "ვისელ კობესთან" თამაშის შემდეგ "ბლაუგრანა" სამხრეთ კორეაში გაემგზავრება, სადაც 31 ივლისსა და 4 აგვისტოს "სეულთან" და "დაეგუსთან" ითამაშებს.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 26 ივლისი 2025 14:40
    0
    ჩამოყალიბდით😃
    Culé [?]
    #2 25 ივლისი 2025 19:43
    1
    ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ რომ როგორმე ვისელ კობეს ამხანაგური ვეთამაშოთ, თორემ ისე აზრი აღარ აქვს არაფერს
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 25 ივლისი 2025 19:28
    0
    და რა პირობა დაარღვია კობემ იცის ვინმემ?