ბუსკეტსი:"შემდეგი სეზონი უფრო რთული იქნება"

ბუსკეტსი:"შემდეგი სეზონი უფრო რთული იქნება"

კატალონიის "ბარსელონასა" და ესპანეთის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა, სერხიო ბუსკეტსმა, განაცხადა, რომ "ბლაუგრანა" რთული სეზონის მიუხედავად დასვენებას არ აპირებს. ლურჯ-ბროწეულისფერთა მოთამაშის თქმით გუნდი ყველაფერს გააკეთებს, რათა 2011/12 წლების სეზონი კიდევ უფრო წარმატებული იყოს.

 

"ბოლო სამი წლისაგან განსხვავებით, შემდეგი სეზონი  გაცილებით რთული იქნება. მაგრამ ჩვენ არ ვაპირებთ გაჩერებას, რადგან გვაქვს დიდი მოტივაცია. რასაც "ბარსელონამ"  ბოლო სამ სეზონში მიაღწია, წარმოუდგენელია. ჩვენ მოვიგეთ ყველაფერი. ამის მიუხედავად თითოულ ჩვენგანს კიდევ უფრო მეტი სურს, ამიტომ ყოველი მატჩი ფინალის ტოლფასი იქნება."-ციტირებს ბუსკეტსის სიტყვებს "Goal.com"

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.