მესის მხარდასაჭერად არგენტიაში სიმღერა დაწერეს
არგენტინაში ყველა გულშემატკივარი ლეოს არ აკრიტიკებს. არგენტინის ნაკრები რთულ სიტუაციაშია მოხვედრილი. მესის სამშობლოში ბევრი გულშემატკივარი ყავს. ზოგიერთი მათგანი კი მუსიკალური ნიჭითაა დაჯილდოებული.
კრისტიან ბაკერო და არიელ სარატე არიან ოფიციალური ავტორები სიმღერის, რომელიც ლეო მესის მიეძღვნა. ისინი საყვარელ ფეხბურთელს მისთვის უმძიმეს დროებაში ამხნევებენ. სიმღერა ”მესი, მე მჯერა შენი” უკვე სამხრეთ ამერიკის ყველა რადიოში ტრიალებს. სიმღერის პირველი სტროფი ასეთია:
მესი, მთელი გულით მჯერა შენი!
შენ ჩვენი სიამაყე ხარ.
აქ შენი ხალხია, რომელსაც შენი ეიმედება.
გაუმარჯოს ფეხბურთს და შენს ფინტებს!
კოპა ამერიკაზე არადამაჯერებელი გამოსვლის შემდეგ ”ალბისელესტეს” გულშემატკივრების არმიამ მათი მთავარი ვარსკვლავის კრიტიკა დაიწყო. იმედი ვიქონიოთ, რომ ფანების მხრიდან სიყვარულის გამოვლინება დაეხმარება ლეოს საკუთარი თამაშის ჩვენებაში და არგენტინა იბრძოლებს კოპა ამერეკაზე გასამარჯვებლად.
[media=http://www.youtube.com/watch?v=xBMYzpzXta8]
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]