მენოტი: ”ბარსას” წარმატების მთავარი შემოქმედი გვარდიოლაა”
ცნობილი არგენტინელი სპეციალისტი, სესარ ლუის მენოტი მიიჩნევს, რომ ”ბარსელონას” ბოლოდროინდელი წარმატებები სწორედ ხოსეპ გვარდიოლას დამსახურებაა.
”მოგებული ტიტულების გამო მადლობა ”ბარსელონამ” პირველ რიგში პეპ გვარდიოლას უნდა გადაუხადოს, ხოლო შემდეგ ფეხბურთელებს. ის ყოველთვის ამბობს, რომ ასეთი ფეხბურთელებით მის ადგილზე ნებისმიერი მიაღწევდა წარმატებას, მაგრამ ეს ასე არ არის. და სხვა რა უნდა თქვას მან? ყოველ ჯერზე ხომ არ იტყვის, რომ მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელია... შეხედეთ მათ, ვინც ”ბარსელონაში” თამაშობს. ვინ იყო პიკე, როცა გვარდიოლასთან დაიწყო თამაში? ბუსკეტსი? პედრო? ყველა მათგანი ამ მწვრთნელთან გაიზარდა. რა თქმა უნდა გარკვეული დოზით გამართლების გარეშე ვერსად ივარგებ, მაგრამ სიგიჟეა იმის დამტკიცება, რომ გვარდიოლა ”ბარსას” ფეხბურთელების გარეშე არაფერია”.
არგენტინლმა ასევე შეადარა ერთმანეთს ”ბარსას” მწვრთნელი და ჟოზე მოურინიო: ”სიმართლე რომ ვთქვათ, ისინი ძალიან გვანან ერთმანეთს. ასევე მათ შორის ძალიან დიდი სხვაობაა. ისეთი, როგორიც მოურინიოა ბევრია, ხოლო გვარდიოლას ვერავინ გაუთანაბრდება”.
აქვე კი მენოტის ძველი განცხადების ნახვა შეგიძიათ, სადაც მან მოურინიოზე ისაუბრა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]