რაფინიამ, შესაძლოა, ბარსელონა დატოვოს - ბრაზილიელი დეკუსთან შეთანხმებულია
"ბარსელონას" ერთ-ერთმა ლიდერმა რაფინიამ, შესაძლოა, მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ "ბლაუგრანა" დატოვოს და საუდის არაბეთს მიაშუროს.
Sport-ის ინფორმაციით, რაფინიას კლუბის სპორტულ დირექტორთან დეკუსთან სიტყვიერი შეთანხმება აქვს, რომლის მიხედვითაც, თუ ის მოისურვებს, მომდევნო ზაფხულში, მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შემდეგ, საუდის არაბეთში გადასვლაში დაეხმარება.
ბრაზილიელის მოქმედი კონტრაქტი 2028 წლის ივნისამდეა ვალიდური, თუმცა, როგორც ჩანს, 28 წლის შემტევმა, შესაძლოა, "ბარსა" ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე დატოვოს. "ბლაუგრანასთვის" გუნდის ერთ-ერთი საკვანძო ფეხბურთელის დაკარგვა დიდი დანაკლისი იქნება.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 10 ]