განაცხადი სუპერ თასისთვის - არაუხო დაბრუნდა
- თამაშის დრო: ოთხშაბათი, 7 იანვარი, 23:00
"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ჰანსი ფლიკმა ის ფეხბურთელები დაასახელა, რომლებიც ესპანეთის სუპერ თასის განაცხადში მოხვდნენ.
სუპერ თასის რიგით 42-ე გათამაშება 7-11 იანვარს საუდის არაბეთში ჩატარდება. 7 იანვარს "ბარსელონა" "ბილბაოს" დაუპირისპირდება და გამარჯვების შემთხვევაში ფინალში გავა, სადაც "რეალ მადრიდისა" და "ატლეტიკოს" შორის უფრო ძლიერს შეხვდება.
ჰანსი ფლიკმა ქალაქ ჯიდაში გასამართი ტურნირისთვის შემდეგ ფეხბურთლებს უხმო: ტერ შტეგენი, ბალდე, არაუხო, კუბარსი, ფერანი, პედრი, ლევანდოვსკი, იამალი, რაფინია, ჟოან გარსია, რაშფორდი, ფერმინი, კასადო, მარტინი, დე იონგი, ბერნალი, კუნდე, გარსია, შჩესნი, რუნი, დრო, ჟოფრე, ტომი.
აღსანიშნავია განაცხადში რონალდ არაუხოს დაბრუნება.
რაც შეეხება დანაკლისს - "ბარსელონას" გავი და ანდრეას კრისტენსენი ვერ დაეხმარებიან.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 18 ]