ალექსისი კვლავ ჟეფრენის ხელშია?
ალექსის სანჩესის ”ბარსელონაში” გადასვლამდე საათები რჩება და ჟეფრენი კვლავ განიხილება სატრანფერო გარიგების ნაწილად.
ხუთშაბათს ”გრანადას” პრეზიდენტმა და ამავდროულად ”უდინეზეს” წარმომადგენელმა ესპანეთში, კიკო პინამ განაცხადა, რომ ჩილელის ”ბარსელონაში” ტრანსფერი მიმდინარე კვირაში მოხდება.
”მე ვფიქრობ, რომ ამჟამინდელი სიტუაციიდან გამომდინარე ის ”ბარსაში” გადავა, რადგან გასარკვევი მხოლოდ მინიმალური ფორმალობები დარჩა” - განაცხადა ”გრანადას” პრეზიდენტმა ” El Partido de las 12”-თან საუბრისას. ”ორივე კლუბის სურვილია, რომ ტრანსფერი მალე დაიხუროს” - დაამატა პინამ, რომელიც იწყმუნება, რომ საბოლოო შეთანხმება მიმდინარე კვირაში მოხდება.
ოპერაციის დეტალებთან დაკავშირებით ”გრანადას” პრეზიდენტმა დაადასტურა ის ციფრები, რომელთა შესახებაც ბოლო დღეებში ბევრი საუბარი მიმდინარეობდა. ”ტრანსფერის ფასი 27 მილიონი ევროა და პლიუს სხვადასხვა ბონუსები” - ახსნა პინამ, რომელმაც აღიარა, რომ ჟეფრენი შესაძლოა სატრანსფერო გარიგების ნაწილი გახდეს. ”ჟეფრენი შესაძლოა გარიგებაში ჩართონ. ის არის ფეხბურთელი, რომლითაც დაინტერესებული არის ”უდინეზე” და ”გრანადა” - დაადასტურე პინამ, რომელმაც განაცხადა, რომ ”ბარსას” ფეხბურთელთან მათ უკვე ისაუბრეს. ”მას ესპანურ ლიგაში თამაში ურჩევნია, ამიტომაც მას ”გრანადაში” თამაშის ვარიანტი შევთავაზეთ, სადაც მას ბევრი სათამაშო დრო ექნება” - დაასრულა პინამ.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]