რეკორდები, რეკორდები... ყველაზე ახალგაზრდაც, ყველაზე ასაკოვანიც...

რეკორდები, რეკორდები... ყველაზე ახალგაზრდაც, ყველაზე ასაკოვანიც...

ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში "ნიუკასლთან" გამართულ მატჩში (7-2) "ბარსელონას" ფეხბურთელებმა რამდენიმე რეკორდი დაამყარეს.

რობერტ ლევანდოვსკი გახდა ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი, რომელმაც ერთ მატჩში 2 გოლი გაიტანა. "ნიუკასლთან" დუბლის დროს პოლონელი 37 წლისა და 209 დღის იყო. აქამდე რეკორდი ფილიპო ინძაგის ეკუთვნოდა, რომელმაც ლიგაზე დუბლი 2010 წელს, "მილანისა" და "რეალ მადრიდის" მატჩში 37 წლისა და 86 დღის ასაკში გაიფორმა.

18 წლისა და 248 დღის ლამინ იამალი გახდა ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც 10 გოლის გატანა მოახერხა. ესპანელმა ტალანტმა კილიან მბაპეს რეკორდი მოხსნა, რომელმაც 10-გოლიან ნიშნულს 18 წლისა და 350 დღის ასაკში მიაღწია.

ფერმინ ლოპესს ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში უკვე 10 საგოლე მოქმედება დაუგროვდა (6 გოლი, 4 ასისტი). ის "ბარსას" ისტორიაში პირველი ესპანელია, რომელსაც ჩემპიონთა ლიგის ერთ გათამაშებაში ამდენი საგოლე მოქმედება ჰქონია.

"ბლაუგრანას" ისტორიაში პირველად მოხდა, რომ გუნდმა ჩემპიონთა ლიგის ერთ მატჩში 7 გოლი გაიტანა. აქამდე "ბარსას" ეს "ლევერკუზენთან" 2012 წელს (7-1) და "სელტიკთან" 2026 წელს (7-0) ჰქონდა გაკეთებული.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 19 მარტი 2026 13:11
    3
    ""ბლაუგრანას" ისტორიაში პირველად მოხდა, რომ გუნდმა ჩემპიონთა ლიგის ერთ მატჩში 7 გოლი გაიტანა. აქამდე "ბარსას" ეს "ლევერკუზენთან" 2012 წელს (7-1) და "სელტიკთან" 2026 წელს (7-0) ჰქონდა გაკეთებული"
    აი ეს წინადადება ასე უნდა დაგეწერათ: "ბლაუგრანას" ისტორიაში მესამედ მოხდა, რომ გუნდმა ერთ მატჩში 7 გოლი გაიტანა. აქამდე "ბარსას" ეს "ლევერკუზენთან" 2012 წელს (7-1) და "სელტიკთან" 2026 წელს (7-0) ჰქონდა გაკეთებული.

    ისე ამ პატარა რეკორდსმენს ვინმემ ურჩიოს, რომ ქუსლით თამაში ამისი არ არის, განსაკუთრებით საკუთარი საჯარიმოს მისადგომებთან. ეს მერამდენედ გეხსომებათ ალბათ. გუშინ კი გოლიც მოიტანა. ისე ცეკვასაც თუ გადაეჩვევა გოლის შემდეგ კარგი იქნება, ნუ ემსგავსება ვინისიუსს. მერე გამიჭირდება იმის გინება, იტყვიან შენ ფეხბურთელებს მიხედეო. სხვამხრივ კარგია, რო ვაჟკაცდება და გულს გვიხარებს.

    ციტატა: Rick Sanchez
    სელტიკთან 2026 წელს არ გვითამაშია😜 ისე ლევანამ მესის რეკორდიც ხომ მოხსნა? 41 სხვადასხვა გუნდს რომ შეუგდო.

    სწორი ხარ სელტიკთან 2017-ში იყო ის თამაში.
    წევრი [?]
    #6 19 მარტი 2026 08:36
    0
    ციტატა: PUIOL5
    ციტატა: C.PC5
    Neymar

    არაფერი არ გაგიმაზია. გოლებს რომ შეხედავ გეგონება სასწაული თამაში დადეს, მაგრამ ასე არაა, იმ თამაშის ნახევარიც არ იყო რაც ატლეტიკოსთან კაპნოუზე.

    ნიუკასლის მსგავა გუნდს რომელოც ფიზიკურად ძლიერია მეორე ტაიმში გააქრიბ ისე რო ვერც კი გიპრესინგებს ბევრის მთქმელია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 19 მარტი 2026 08:35
    3
    სელტიკთან 2026 წელს არ გვითამაშია😜 ისე ლევანამ მესის რეკორდიც ხომ მოხსნა? 41 სხვადასხვა გუნდს რომ შეუგდო.
    ფანი [?]
    #4 19 მარტი 2026 08:03
    1
    ციტატა: C.PC5
    Neymar

    არაფერი არ გაგიმაზია. გოლებს რომ შეხედავ გეგონება სასწაული თამაში დადეს, მაგრამ ასე არაა, იმ თამაშის ნახევარიც არ იყო რაც ატლეტიკოსთან კაპნოუზე.
    Culé [?]
    #3 19 მარტი 2026 07:14
    3
    უმაგრესი გუნდი დააყენა ფლიკმა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 19 მარტი 2026 05:19
    2
    აუ რა თამაში გავმაზე სამსახურის გამო, რამდენი რაღაც მოხდა და მე მხოლოდ ბერნალის გოლის ნახვა მოვახერხე რამდენიმე წუთით რომ ჩავრთე თამაში. მთლიანობაში შედეგი იმედისმომცემია, ფეთქებადობა ისევ იგივე აქვს ამ გუნდს რაც წინა სეზონში, რაფინიაც ზუსტად საჭირო დროს იბრუნებს ფორმას და იმედია გარსიებიც მალე შეძლებენ თამაშს, ისეთ ეტაპს მივუახლოვდით ყველა ფეხბურთელი თითქმის ერთნაირად მნიშვნელოვანია უკვე.
    --------------------
    "ჩვენ ორი ვართ ქვეყანაზე, მე და ბარსა, მე და ბარსა!!!"
    ფანი [?]
    #1 19 მარტი 2026 05:16
    3
    პირველად თუ მოხდა რო ამდენი გავიტანეთ სელტიკთან და ლევერკუზენთან რა იყო მაშინ? უცნაურად გიწერიათ ეგ