ოფიციალურად: ბარსელონამ UEFA-ში საჩივარი შეიტანა
"ბარსელონა" იტყობინება, რომ კლუბის იურიდიულმა სამსახურმა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის პირველ მატჩში "ატლეტიკოს" წინააღმდეგ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით უეფაში საჩივარი დღეს შეიტანა.
კლუბი მიიჩნევს, რომ მსაჯობა მოქმედ წესებს არ შეესაბამებოდა, რამაც თამაშის მსვლელობასა და შედეგზე პირდაპირი გავლენა მოახდინა. საჩივარი ყურადღებას ერთ კონკრეტულ ეპიზოდზე ამახვილებს. მატჩის 54-ე წუთზე, მას შემდეგ რაც თამაში წესების დაცვით განახლდა, მეტოქე გუნდის მოთამაშემ საკუთარ საჯარიმოში ბურთი ხელით აიღო, თუმცა პენალტი არ დანიშნულა.
"ბარსელონას" ესმის, რომ ეს გადაწყვეტილება, VAR-ის მხრიდან ჩარევის უხეშ უგულებელყოფასთან ერთად, დიდ შეცდომას წარმოადგენს. შესაბამისად, კლუბმა გამოძიების დაწყება, მსაჯების კომუნიკაციაზე წვდომა და, საჭიროების შემთხვევაში, შეცდომების ოფიციალური აღიარება და შესაბამისი ზომების მიღება მოითხოვა.
ამასთან ერთად, "ბარსელონა" მიიჩნევს, რომ უეფას ჩემპიონთა ლიგის ბოლო გათამაშებებში ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც გაუგებარმა სამსაჯო გადაწყვეტილებებმა გუნდზე საზიანო გავლენა იქონია, რამაც აშკარა ორმაგი სტანდარტი შექმნა და სხვა კლუბებთან თანაბარ პირობებში კონკურენციას ხელი შეუშალა.
მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
კომენტარები [ 34 ]