ჰანსი ფლიკის პრესკონფერენცია ატლეტიკოსთან თამაშის წინ
- თამაშის დრო: სამშაბათი, 14 აპრილი, 23:00
ხვალ ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალის განმეორებით მატჩში "ატლეტიკოს" სტუმრად დავუპირისპირდებით. შეხვედრას ყველა ჩვენგანი მოუთმენლად ელოდება. მისია ძალიან რთულია - 2-ბურთიანი ჩამორჩენის აღმოხვრა ნახევარფინალში გასასვლელად.
"ბარსას" მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა ამ მნიშვნელოვანი თამაშის წინ პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
თამაშზე ყურადღება უფრო მეტად უნდა გავამახვილოთ, ვიდრე შედეგზე. ჩვეულებრივ, როდესაც კარგად ვთამაშობთ, გოლები გაგვაქვს. ეს განსხვავებული მატჩი იქნება. სტადიონზე შესანიშნავი ატმოსფერო დაგვხვდება - სიმამაცე უნდა გამოვავლინოთ.
ჩემი გუნდის მჯერა და ვფიქრობ, 2-ბურთიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა შეგვიძლია - ეს შესაძლებელია. ვიცი, რომ ძლიერ "ატლეტიკოს" ვუპირისპირდებით, რომელსაც შესანიშნავი ფეხბურთელები ჰყავს. დაცვაში თავდაჯერებულები და შეტევაში მამაცები უნდა ვიყოთ. შანსები უნდა გამოვიყენოთ, რადგან პირველ მატჩში განსხვავება სწორედ ეს იყო.
დამოკიდებულება და მენტალიტეტი მნიშვნელოვანი იქნება. უნდა გვჯეროდეს, რომ ქამბექი შეგვიძლია. გუნდურად უნდა ვიმოქმედოთ. დაცვა მხოლოდ დაცვის ოთხეულისთვის არაა. სივრცეები უნდა შევზღუდოთ და უფრო კომპაქტურები ვიყოთ.
დე იონგმა, შესაძლოა, სასტარტოში ითამაშოს. გადაწყვეტილება ჯერ არ მიგვიღია. მისი მდგომარეობა უკეთესია, ვიდრე ბერნალის.
იამალი ერთ-ერთზე სათამაშო სიტუაციებში მსოფლიოში საუკეთესოა. ხვალისთვის ინდივიდებზე ფოკუსირებული არ ვარ. შესანიშნავ გუნდს ვუპირისპირდებით და გუნდურად ვითამაშებთ.
ხვალ ფინალს არ ვთამაშობთ, მაგრამ უნდა მოვიგოთ, თითქოს ფინალი იყოს. ამაზე 100%-ით კონცენტრირებულები ვართ.
მსაჯი? მშვიდად ვარ, ყველაფერი კარგადაა. კლემან ტურპენი გამოცდილი არბიტრია და მასში ეჭვი არ მეპარება.
სამოტივაციო საუბარი? ეს ისეთი რამაა, რასაც ამზადებ ისევე, როგორც ტაქტიკებს ან მატჩის გეგმას. კონცენტრირებულები ვართ ხარისხსა და იმაზე, რაც საჭიროა - საქმე ეხება ტაქტიკებს, მაგრამ ასევე ემოციურ მდგომარეობას.
გავი კლუბისთვის ყველაფერს აკეთებს. მას მოედანზე არაფრის ეშინია. ვნახოთ, ითამაშებს თუ არა და სად. ამას ვარჯიშის შემდეგ გადავწყვეტთ.
არ ვნერვიულობ იმაზე, რომ გამარჯვებისთვის ბევრი გოლი გვაქვს გასატანი. ეს ჩვენი სტილია. ვიცით, რომ თავის უკეთ დაცვა შეგვიძლია, მაგრამ, თუ კარგად ვთამაშობთ, ბევრ მომენტსაც ვქმნით.
ხშირად თამაშების ბედი მომენტებით წყდება, როგორიცაა კუბარსის წითელი ბარათი ან შესაძლო პენალტი პირველ მატჩში. შესაძლოა, ხვალ ყველაფერი ჩვენს სასარგებლოდ წარიმართოს.
მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
კომენტარები [ 22 ]