სუარესი: "მას უსამართლოდ ექცევიან"

სუარესი: "მას უსამართლოდ ექცევიან"

 ურუგვაელმა თავდამსხმელმა, ლუის სუარესმა კომენტარი გააკეთა მესის კრიტიკასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ არგენტინელის კრიტიკა ბოლო მატჩების მიხედვით არ არის სამართლიანი.

 "მესის არგენტინის ეროვნულ ნაკრებში ძალიან უსამართლოდ ექცევიან. ლეოს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა დააკისრეს. შეიძლება ითქვას, რომ არგენტინაში ლეოსგან თამაშების დამოუკიდებლად მოგებას ელიან. არასწორია, როდესაც მოედანზე გუნდის მხოლოდ ერთი ფეხბურთელისგან ელოდებიან კარგი ფეხბურთის ჩვენებას. "ბარსელონაში" მესის ასეთი პასუხისმგებლობა არ აკისრია. გაიხსენეთ მადრიდელებთან ჩატარებული მატჩები და ჩემპიონთა ლიგის ფინალი. იმ თამაშებში არგენტინელი ყველაფერს აკეთებდა, რისი გაკეთებაც მოუნდებოდა. ეს იმის ბრალია, რომ კლუბში პასუხისმგებლობა თერთმეტივე ფეხბურთელზეა თანაბრად არის გადანაწილებული. სწორედ ამიტომ ლეო ახერხებს კლუბში ისეთი ფეხბურთის ჩვენებას, რომლის წყალობითაც მას უკვე დიდი ხანია მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად თვლიან." - განაცხადა ურუგვაელმა "RAC 1"-თან ინტერვიუში.

 სუარესი ასევე რამდენიმე სიტყვით შეეხო კატალონიის "ბარსელონას" თამაშს: "ჩემი თქმის გარეშეც ყველამ იცის, თუ რა დონის და შესაძლებლობის გუნდია "ბარსა". აჟამად ამ გუნდს ბადალი არ ჰყავს."

 უგუგვაელმა ასევე ხაზი გაუსვა ორი ფეხბურთელის, ხავის და ინიესტას უდიდეს მნიშვნელობას კატალონიურ კლუბში: "მე მათ ვაღმერთებ. ისინი მამოძრავებელ ძალას წარმოადგენენ. მათ გარეშე მატჩი რიტმს კარგავს. ამ ფეხბურთელების გვერდით თამაში ფანტასტიური იქნებოდა."

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.