კიდევ ერთი დაპირების სერია ვენგერის შესრულებით

კიდევ ერთი დაპირების სერია ვენგერის შესრულებით

 

ლონდონის "არსენალის" მთავარი მწვრთნელი, არსენ ვენგერი აცხადებს, რომ ბევრი იმედგაცრუების მიუხედავად, კლუბი კვლავ მზადაა ტიტულების მოსაპოვებლად...

 

ისტორია კვლავ მეორდება. მოსამზადებელი სეზონი იწყება და ვენგერი ყველაფერ კარგს ვარაუდობს. უკვე 6 წელია გუნდი ტიტულს ვერ იგებს, მაგრამ ვენგერი "არ ნებდება". შეტყობინება ცესკისთვის?.. "მე ვფიქრობ, რომ ჩვენ საკმარისად კარგი გუნდი გვყავს ტიტულების მოსაპოვებლად", აცხადებს ვენგერი.

 

ვენგერმა ასევე გასული სეზონის სირთულეებიც გაიხსენა და განაცხადა, რომ ეს მის სამწვრთნლო კარიერაში ერთ–ერთი ურთულესი სეზონი გახლდათ. მისი განცხადებით გასულმა სეზონმა, თავისი ახალგაზრდა გუნდითა და ტრავმებით, ყველას აფიქრებინა, რომ ამ გუნდს შეუძლია ფიქრი იმაზე, რომ ყველას აჩვენოს საკუთარი რეალური ძალა.

 

"ჩვენ გასულ წელს ტიტულის მოპოვებასთან ძალიან ახლოს ვიყავით, მაგრამ მოდი, ეს წელს გავაკეთოთ. მე ვფიქრობთ, რომ ამ გუნდის ბედი გამარჯვბაა", თქვა ფრანგმა სპეციალისტმა.

 

მეთოფეთა დამრიგებელმა ხაზი 2010 წლის ნოემბერსა და დეკემბერს გაუსვა: "რაც მოხდა, იმ ყველაფრისთვის მე თავს პასუხისმგებლად ვთვლი. მე მქონდა დიდი იმედები, რადგანაც ნოემბერში და დეკემბერში შეგეძლო გეგრძნო, რომ ამ გუნდს ნებისმიერი რამის მოგება შეუძლია. ჩვენ ძალიან ახლოს ვიყავით, მაგრამ ისე არ მოხდა, როგორც ეს ჩვენ გვსურდა."

 

"სეზონის ფინალური ნაწილი ჩემი კარიერის ურთულესი პერიოდი გახლდათ", – დაასრულა ვენგერმა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.