მარსელინიო გარსია ტორალის კომენტარი...

მარსელინიო გარსია ტორალის კომენტარი...

  ესპანური-ანდალუსიური გუნდის "სევილიის" , მთავარმა მწვრთნელმა მარსელინიო გარსია ტორალმა გაავლო პარალელი "მადრიდის რეალის" მწვრთნელ ჟოზე მოურინიოსა და ბლაუგრანელთა ესპანელ თავკაც ხოსეპ გვარდიოლას შორის, იტყობინება მადრიდული ძალიან ცნობილი და გავლენიანი გამოცემა Marca.

 

შედარება სასარგებლო აღმოჩნდა კატალონიელთა მწვრთნელისთვის. ანდალუსიური გუნდის მწვრთნელმა, ხოსეპ (პეპ) სალა გვარდიოლა ამჯობინა მადრიდის "რეალის" მწვრთნელ ჟოზე მოურინიოს.

 

მარსელინიო გარსია ტორალმა განაცხადა : " გვარდიოლა არის მსოფლიოში საუკეთესო მწვრთნელი და თუ არა მსოფლიოში, ესპანეთის პრიმერა დივიზიონში - ლა - ლიგაში. გვარდიოლას გარდა, როგორც მწვრთნელი მე ძალიან მომწონს ასევე რაფაელ ბენიტესი. უსიტყვოდ მოურინიო ექსტრაორდინალური მწვრთნელია, მაგრამ ამ საკითხში მას  გვარდიოლაც და რაფაელ ბენიტესიც ჯობია " – განაცხადა ტორალმა.

 

მოგახსენებთ, რომ ხოსეპ გუარდიოლას გუნდმა წინა სეზონში ბევრ წარმატებას მიაღწია, რაც მთავარია მოიგო უეფას ჩემპიონთა ლიგა და ესპანეთის ჩემპიონატი, "მადრიდის რეალმა" კი წინა სეზონზე მოიგო ესპანეთის სამეფო თასი და ქვეყნის ჩემპიონატში მე–2 ადგილი დაიკავა . მარსელინიო გარსია ტორალი "სევილიის" ახალბედა მწვრთნელია და ჯერ არანაირი ტიტული არ აქვს მას მოგებული "სევილიის" მწვრთნელის წოდებით, ხოლო რაფაელ ბენიტესი დაიარება თავისუფალი მწვრთნელის რანგით.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.