გვარდიოლა: "ერთი სანჩესიც საკმარია"

გვარდიოლა: "ერთი სანჩესიც საკმარია"


კატალონიური "ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ განაცხადა, რომ არ გაბრაზდება, თუკი ალექსის სანჩესი ერთადერთი ფეხბურთელი იქნება, რომელიც მიმდინარე სატრანფერო პერიოდში შეუერთდება მის გუნდს.

"საგანგაშოს ვერაფერს ვხედავ, თუკი ჩვენ მხოლოდ ალექსის სანჩესის ტრანსფერით შემოვიფარგლებით და მეტს არავის ვიყიდით" – გვარდიოლას სიტყვებს marca ციტირებს.

შეგახსენებთ, რომ "ბარსელონა" "არსენალის" კაპიტნის, სესკ ფაბრეგასის შეძენის მთავარი კანდიდატია, თუმცა ევროპის უძლიერეს კლუბს "კანონირებთან" შეთანხმება უჭირს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.